მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ADRIA MOBILE რეკრეაციული ავტომობილების სფეროში დიზაინისა და ინოვაციის არაერთგზის ჯილდოს მფლობელია . ის პირველად და ოფიციალურად გახდა ხელმისაწვდომი საქართველოში. კომპანიის ნახევარ საუკუნეზე მეტმა გამოცდილებამ, დეტალებზე ორიენტირებულობამ და საქმისადმი განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამ განაპირობა უმაღლესი ხარისხის რეკრეაციული ავტომობილების წარმოება. ჩვენი ავტომობილები თითოეულ მგზავრობას უნიკალურ და დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს.
აღმოაჩინეთ საქართველოსთვის სპეციალურად შერჩეული მოდელების კოლექცია — შექმნილია მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თავისუფლება, ბუნება, კომფორტი და მოგზაურობით მიღებული სრულიად განსხვავებული გამოცდილება. შეარჩიეთ თქვენი იდეალური თანამგზავრი და ეზიარეთ დასვენებისა და დაუვიწყარი თავგადასავლების ახალ გამოცდილებას.
MATRIX FIRST მოდელი საქართველოსთვის : Live your best life
შექმნილია კომფორტული ცხოვრებისთვის
The Matrix“ ეს არის ავტოსახლი – სამოგზაურო საცხოვრებელი მოდელი, რომელიც გამოირჩევა ნათელი ინტერიერით. მისი დიდი პანორამული ფანჯარა ქმნის „ლოფტის“ სტილის ატმოსფეროს. ინტერიერის სივრცე და სიმაღლე შენარჩუნებულია მოძრავი საწოლის დახმარებით, რომელიც უხილავად არის ინტეგრირებული ჭერზე და სრულებით არ ზღუდავს მგზავრების საცხოვრებელ სივრცეს.
ამ მოდელის თანამედროვე სამზარეულო წარმოადგენს ნათელ მაგალითს იმისა, როგორ შეიძლება შეერწყას პრაქტიკულობა და დახვეწილობა, ხოლო საძინებელი არის პირადი თავშესაფარი, აღჭურვილი პრემიუმ ხარისხის საძილე აქსესუარებით, სუპერ კომფორტული საწოლით და მატრასებით. ასევე ბუნებრივი განათებით.
სააბაზანო ფართოა, კარგად ვენტილირებადი, ხოლო მთელ სივრცეში განთავსებული სათავსოები უზრუნველყოფს მოგზაურობისთვის საჭირო ინვენტარისა და ბარგის უხილავად და კომფორტულად მოთავსებას.
შექმნილია მაქსიმალური შედეგისთვის
მოდელი Matrix შექმნლია ყველა პირობებში საუკეთესო შედეგის მისაღწევად. მას აქვს უნიკალური Comprex კორპუსის კონსტრუქცია, რომელიც უზრუნველყოფს განსაკუთრებულ სიმყარეს და ტენიანობისგან დაცვას. დიზაინის, შესრულებისა და მოწინავე უსაფრთხოების ფუნქციებით, Fiat Ducato-ს უახლესი ვერსია გთავაზობთ სანდო და უსაფრთხო მოგზაურობას.
ამ მოდელს ტექნიკურად კიდევ უფრო სრულყოფილს ხდის : ფუნქციური იატაკი ორმაგი იზოლაციით. მას ასევ აქვს: დიდი გარე სათავსო, საბარგული ორი კარით, ენერგოსაკეტები. პრაქტიკულია მისი ინტერიერიდან მარტივი წვდომა სერვისის სივრცესთან
კომპაქტური მოდელი საქართველოსთვის : იმოგზაურე სადაც გინდა !
შექმნილია კომფორტული ცხოვრებისთვის
Compact არის „სლიმ-ფიტ“ მოდელი, რომელიც შექმნილია ოპტიმალური საცხოვრებელი სივრცით. მიუხედავად კომპაქტური ზომებისა, ინტერიერი არის ნათელი, რადგან ის აღჭურვილია მუდმივი პანორამული სანრუფის ფანჯრით, რომელიც თავის ,მხრივ, ქმნის ატრიუმის სტილის საცხოვრებელ გარემოს. ასევე, კომფორტულ და სუპერეგონომიულ მთავარ სივრცეს.
პრაქტიკულობა არის მთავარი აქცენტი ამ მოდელის ყველა სივრცეში: სამზარეულოში, მდიდრულ საძინებელში, ჭკვიანურად მოწყობილ, კარგად ვენტილირებად სააბაზანოში- თავისი საყრდენი კედლით, და ორგანიზებულ სათავსოებში, რომელიც მთელს ავტომობილშია განთავსებული.
შექმნილია მაქსიმალური შედეგისთვის
Compact შექმნილია მარტივი მანევრირებისთვის და ყველა სირთულის გზის გადასალახად , თუ ადგილის დასალაშქრად. ამისთვის არის გათვლილი „Fiat Ducato-ს დიზაინი თავისი დინამიკისა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებთ,აეროდინამიკური პროფილით, მგზავრებზე მორგებული და ოპტიმიზებული ტემპერატურის მართვის სისტემით და საოცრად ტევადი საბარგულით. Compact წარმოადგენს შეუდარებელ კომბინაციას.
TWIN FIRST GEORGIAN EDITION: ტყუპი მოდელი - საუკეთესო კემპერვენი
შექმნილია კომფორტული ცხოვრებისთვის
Twin არის უნიკალური ვენის კატეგორიის მოდელი, რომლის საფუძველსაც დიზაინი, ინოვაცია და ჩვენი კომპანიის გამოცდილება წარმოადგენს. ის იდეალურია ყოველდღიური მოგზაურობებისა და კომფორტული დასვენებისთვის. ეს მოდელი თავისი პარამეტრებით სივრცისა და მომხმარებლის გამოცდილების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს. პრაქტიკულობა ცენტრალურ როლს ასრულებს ერგონომიულ სამზარეულოსა და სასადილო ზონაში, ხოლო საძინებელი სივრცე მშვიდი და კომფორტული დასვენების გარანტია. მას ასევე აქვს ინოვაციური Ergo-ს აბაზანა და ჭკვიანურად დაგეგმილი სათავსოები მთელ ინტერიერში.
შექმნილია მაქსიმალური შედეგისთვის
Twin შექმნილია განსაკუთრებულად მაღალი შესრულებისთვის— მისი მოქნილობა და საიმედოობა განპირობებულია გამოცდილი მოდელის Fiat Ducato-ს ბაზით. Twin აღჭურვილია გაუმჯობესებული იზოლაციითა და ოპტიმიზებული ტემპერატურის მართვის სისტემით Truma-ს ან Webasto-ს გათბობით, რაც უზრუნველყოფს მგზავრის კომფორტს ყველა სეზონზე. ტექნიკური სრულყოფილება განპირობებულია: მტკიცე კონსტრუქციით, კარგად იზოლირებული ფანჯრებით და ახალი მასალების გამოყენებით.
მოდელი SUPERTWIN - პირველად საქართველოსთვის : როცა თავგადასავალი გიხმობს
შექმნილია კომფორტული ცხოვრებისთვის
Supertwin ცნობილია მისი პრემიუმ ინტერიერით, რომელიც შექმნილია მაქსიმალური კომფორტისა და გამძლეობისთვის, უმაღლესი ხარისხის მასალების გამოყენებით. მოძრავი პანორამული ფანჯარა უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას პრაქტიკულ სასადილო ზონაში, რომელიც აღჭურვილია სუპერ კომფორტული და მაღალი ხარისხის სავარძლებით. მთავარი საძინებელი გთავაზობთ განსაკუთრებულ დასასვენებელ სივრცეს მაღალი ხარისხის ორთოპედული მატრასებით. აქვე მოთავსებულია ფართო აბაზანა მბრუნავი კედლითა და ინტერიერში ინტეგრირებული ჭკვიანი სათავსო გადაწყვეტილებებით - და ეს ყველაფერი ქმნის უნიკალურ კომფორტს და დაუვიწყარ გამოცდილებას.
შექმნილია მაქსიმალური შედეგისთვის
„Supertwin არის საიმედო, მაქსიმალურ გამძლეობაზე ორიენტირებული მოდელი. ის გათვლილია იმ მოგზაურებისთვის და თავგადასავლების მოყვარული ადამიანებისთვის, რომლებიც ყველაზე შთამბეჭდავი მიმართულებებისკენ ისწრაფვიან. მოდელი აგებულია პრემიუმ Mercedes-Benz Sprinter-ის ბაზაზე და აღჭურვილია უახლესი საინჟინრო გადაწყვეტილებებით, ის უზრუნველყოფს მაქსიმალურ წარმადობას, გამძლეობასა და უსაფრთხოებას. ის ნამდვილად სექმნილია განსაკუთრებული თავგადასავლებისთვის და ადაპტირებულია ცვალებად პირობებთან. აქვს უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები, რაც ყველა თავგადასავალს მარტივსა და კომფორტულს ხდის.
გსურთ გაიგოთ მეტი ჩვენი მოდელების შესახებ, ან განათავსოთ შეკვეთა?
დაგვიკავშირდით დღესვე და ჩვენ დაგეხმარებით შეგარჩევინოთ ტქვენი ახალი " თანამგზავრი"
ავტორიზებული / ოფიციალური იმპორტიორი საქართველოშ:
ADRIA TBILISI
Automenu LLC, 7 Bambis Rigi Street, 0105 Tbilisi, Georgia
ID: 404605487
Cell, WhatsApp, Viber: +995 511 16 16 79